ინტერნეტ ქსელი ინტერნეტ ქსელი დღეისათვის შეიძლება დაიყოს ძირითადად ორი სახის კავშირად Dial-UP და ADLS. პირველი ნელნელა უკვე კვდება და მალე ისტორიას ჩაბარდება. მართალია კიდევ რამდენიმე სხვა სტანდარტი არსებობს, მაგრამ ყველას აღწერას დღეს არ დავიწყებთ. შედარებით ახალმა ინტერნეტ კავშირმა ADSL-მა შემოიღო ორი ახალი მცნება, ლოკალური, ან შიდა ინტერნეტი (არ აგერიოთ ლოკალურ ქსელში) და გლობალური, ან გარე ინტერნეტი. იდეა აქ მდგომარეობს შემდეგში. პროვაიდერი რთავს მომხმარებლებს თავის ქსელში. იმის გამო რომ თავის ქსელში მას გადასახადი არ აქვს, ან ძალზედ მცირეა (საკუთარ თავს ხომ არ გადაუხდის ფულს) ლოკალურ, ანუ ქალაქის, ან რესპუბლიკის მაშტაბით დაკავშირებულ მომხმარებლებს საშუალება აქვთ ერთმანეთს ან პროვაიდერის სერვერს დაუკავშირდნენ მაქსიმალური სიჩქარით. ADSL ტექნოლოგიის დროს ეს არის 8 მეგაბიტი წამში, ხოლო დღეისათვის ნელნელა შემოპარულ ADSL 2+-ში ეს არის 24 მეგაბიტი წამში. ამ ციფრებს ხშირად გაიგებთ სარეკლამო რგოლებიდან, ან ბანერებიდან. სხვათაშორის თუ პროვაიდერები ერთმანეთს მოსისხლე მტრებად არ თვლიან (არადა დღეს საქართველოში ასეთს ადგილი აქვს), მაშინ სხვა პროვაიდერის მომხმარებლებიც ერთმანეთს ლოკალური სიჩქარით უკავშირდებიან. გარე, ანუ გლობალური ინტერნეტი, ეს არის ძირითადი ინტერნეტი. ანუ მთელი პლანეტის ინტერნეტი, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ჩვენს პლანეტასაც გასცდეთ, მაგრამ ეს ჯერ ოცნებებშია, თუმცა თუ მოხერხდა მთვარეზე, ან მარსზე თუნდაც ერთი ბაზის აგება, მაშინ ინტერნეტი პლანეტთაშორისი მოვლენა გახდება (მაგრამ აქ სიჩქარე, საკმაოდ საკამათო საქმე იქნება). მოკლედ გლობალური ინტერნეტის მისაღებად სხვადასხვა პროვაიდერი სხვადასხვა მეთოდებს და პარტნიორებს იყენებს შესაბამისად მას სხვადასხვა გადასახადიც აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში გარე ინტერნეტზე პროვაიდერი კარგ თანხას ხარჯავს, ამიტომ ჩვენ, თავის მთელ სიჩქარეს ვერ გვაძლევს და ჩვენს მიერ შეძენილი პაკეტის მიხედვით გვაწვდის ინტერნეტს. ჯამში შეიძლება ასე იყოს უხეში ანგარიში, პროვაიდერს აქვს 100$-ად შეძენილი 1 მეგაბიტი, ვთქვათ ყავს 8 მომხმარებელი რომლებსაც სურთ 128 კილობიტის მიღება, მაშინ იდეაში მან 100$ უნდა გაყოს 8-ზე და მიიღებს ერთი აბონენტისთვის 12,5$-ს. რა თქმა უნდა ეს გამოგინოლი ციფრებია და საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. გარდა ამისა პროვაიდერმა თავისი თანხაც უნდა დაამატოს მომსახურების სახით. მოკლედ ამით ფორმირდება გარე ინტერნეტის სიჩქარე. გარდა ამისა ინტერნეტში ჩვენი კომპიუტერები ჩანს გარე ინტერნეტ IP-ით და არა შიდა ქსელის IP-ით. სწორედ აქ იბნევა ბევრი მომხმარებელი და ვერ იგებს რა ხდება მის კომპიუტერში, თითქოსდა მის კომპიუტერს აქვს, IP 192.168.1.2 მაგრამ სხვა კომპიუტერიდან, ან სამსახურიდან თავის სახლის კომპიუტერს ვერაფრის დიდებით ვერ უკავშირდება. აქ ცოტათი კიდევ მოგვიწევს ცოდნის გაღრმავებ
|